აზერული   ბერძნული   ბულგარული   გერმანული   ებრაული   ინგლისური - United Kingdom   ინგლისური (USA)   პორტუგალიური - იბერიული   რუმინული   ტამილური   ფარსიული   ფრანგული   ქართული   შვედური   ჩინური - გამარტივებული   ჩინური - ტრადიციული   ჰოლანდიური  

Home







Trigeminal Software, Inc.
ლოკალიზებული ვებ საითი

ძნელია ვერ შეამჩნიოთ Trigeminal Software, Inc.-ის ვებ საითის ახალი სახე. გვერდის ქვემოთ განთავსებულია რამდენიმე ენის დასახელება, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ გადახვიდეთ ნებისმიერ გვერდზე. და იმ ენაზე, რომელიც გაჩუმებითაა დაყენებული თქვენს ბრაუზერში. ყოველი გვერდი ნათარგმნია მინიმუმ ორ ენაზე (ხშირ შემთხვევაში კი უფრო მეტზე). მოდმივად ემატება ახალი გვერდები და უფრო მეტი ხალხი გვეხმარება ამ დიდ სამუშაოში, გავაკეთოთ ეს სამყარო უფრო პატარა. ბოლოსდაბოლოს, დედამიწა ხომ მრგვალია? მიზეზი ამ პროექტისა დაწვრილებითაა აღწერილი Soapbox-ის ნაწილში. და მაინც, საჭიროა უფრო დეტალური განმარტება, იმისთვის მაინც, რათა მივიქციოთ იმათი ყურადღება, ვისაც შეუძლია დაგვეხმაროს ამ საქმიანობაში.

ინტერნაციონალიზაციის და ლოკალიზაციის პრობლემას პირველად წავაწყდი Microsoft Access-ის ოსტატებთან მუშაობისას, რომლებიც ლოკალიზებულნი არიან 24 ენაზე. კოდის წერისას, უამრავი შეცდომებისა და პრობლემების დროს თითქოს და წარმოუდგენელი იყო ამ საკითხებზე ფიქრი. მაგრამ მე დროულად მივხვდი, თუ რა მნიშვნელოვანია ზრუნვა ლოკალიზაციაზე (მომხმარებლის ინტერფეისის თარგმნა სხვა ენაზე) და ინტერნაციონალიზაციაზე (სხვა ენისთან უშეცდომო მუშაობის უზრუნველყოფაზე). ამის შემდეგ, მე დავწერე პროგრამები და სტატიები, ჩავატარე სწავლება, ვმუშაობდი კონსულტანტად და ვპასუხობდი შეკითხვებს Microsoft Access-თან და Visual Basic-თან დაკავშირებულ პრობლემებზე. 2000 წლის მე გავაკეთე მოხსენებები რამოდენიმე კონფერენციაზე ორივე კონცეფციის სხვადასხვა ასპექტზე.

მაშინაც კი, როდესაც ჩემი საითი იყო მხოლოდ ინგლისურ ენაზე, მე ვცდილობდი დავხმარებოდი ხალხს ამ სიძნელის გადასალახავად. გადავწყვიტე, რაღაც მომემოქმედებინა ამისათვის.

არსებობს ძველი იტალიური ანდაზა, რომელიც გამოითქმება დაახლოებით ასე - "traduttore, traditore", რაც ნიშნავს "მთარგმნელი მოღალატეა", მაგრამ მე ვეცდები ვუარყო ეს გამოთქმას და ვაჩვენო, რომ ღალატი არის მოსთხოვო იმას, ვინც კმაყოფილია თავისი ენით, ისწავლოს სხვა ენა (მაგალითად ინგლისური), მთარგმნელი კი ხელს უშლის მსგავს ღალატს. არ არსებობს სრულყოფილი ნათარგმნი, არც მე და არც ისინი, ვინც აკეთებენენ თარგმანებს, არ არიან ბედნიერნი, როდესაც იღებენ შენიშვნებს შეცდომებზე თარგმანში. მიზანი იყო გაგების უზრუნველყოფაზე რაც შეიძლება მეტ ენაზე.

თუ თქვენ შეამჩნევთ ნათარგმნში შეცდომას გთხოვთ შემატყობინოთ ელექტრონული ფოსტით mistranslation@trigeminal.com და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწორო შეცდომები. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ დაგვეხმაროთ ერთი გვერდის, მთელი საითის ან მისი რომელიმე ნაწილის თარგმანში, გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტა მისამართზე translation@trigeminal.com და შესაძლოა ჩვენ ვიმუშავებთ ერთად.

მინდა გამოვიყენო ეს საშუალება და მადლობა გადავუხადო იმ მრავალ პიროვნებას, რომლებიც მეხმარებოდნენ ამ სამუშაოში. ეს არის არასრული სია (ზოგმა ამჯობინა დარჩენილიყო უცნობად), სახელები ანბანურადაა დალაგებული. ყოველი ამ პიროვნებისა წვლილი იყო გადამწყვეტი, მე ვთხოვ მათ მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა.

შემდეგ სტატიებში მე ვეცდები დეტალურად აგიღწეროთ, თუ როგორაა საითი აწყობილი, და მოგაწოდოთ სხვა დაწვრილებითი ინფორმაცია.

სტატიები:

კონფერენციები:

Miscellaneous I18n resources on this site:

Michael Kaplan
Trigeminal Software, Inc.
12 დეკემბერი 1999

ბოლო განახლება  04/22/07 10:28 PM
თქვენ გაქვთ პრობლემები ამ საიტთან? გთხოვთ დაუკავშირდევwebmaster@trigeminal.comს 
თქვენი კომენტარიებით, შეკითხვებით ან შენიშვნებით.